Saturday, March 16, 2013


პროექტის სახელწოდება:გარევაჭრობა.
აქტუალობა:ძალიან პრობლემური და მნიშვნელოვანი თემაა,რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
მიზნები და შედეგები:
ჯგუფებად დაყოფილი კლასი პირველ რიგში არკვევს თუ რა მიზანს მოემსახურება ეს
პროექტი,ადგენენ გეგმას და მის მიხედვით მსჯელობენ თუ რა  შედეგს მიაღწევენ.
საგანი და პროცედურები:
მასწავლებელი და მოსწავლეები მსჯელობენ თუ რა ზიანი მოაქვს გარევაჭრობას მოსახლეობისათვის,რამდენად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის,რადგან მოსახლეობა იძენს ეკოლოგიურად დაბინძურებულ პროდუქტს რომ გარემოვაჭრეები აუცილებლად უნდა ვაჭრობდნენ შენობაში სადაც დაცულია სანიტარული ნორმები.
მასწავლებელი აძლევს დამოუკიდებელ დავალებას თემაზეგარევაჭრობა“, რომელსაც მოსწავლეები წერენ ფურცლებზე.
ნამუშევარი ფასდება დაბალი ქულით,საშუალო ქულით, კარგი ქულით, საუკეთესო ქულით.
დაბალი ქულით ფასდება მოსწავლე რომელიც ვერ ხვდება თუ რით არის მავნე გარევაჭრობა.
საშუალო ქულით ფასდება მოსწავლე რომელიც
ხვდება  ზიანს, მაგრამ ვერ ხვდება რა გზით შეიძლება ამის აღმოფხვრა.
კარგი ქულით ფასდება მოსწავლე,რომელიც ხვდება თუ რა ზიანი მოაქვს, რა გზით შეიძლება აღმოიფხვრას გარევაჭრობა, რომელიც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში.
საუკეთესო ქულით ფასდება მოსწავლე რომელიც
თავად უდგას გვერდში გარემოვაჭრეებს და ცდილობს აგიტაციის მეშვეობით გააგებინოს მათ რომ  ვაჭრობა აუცილებლად სანიტარულ ნორმებში უნდა ხდებოდეს.
წინასწარი ცოდნა:მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რომ გარეთ შეძენილ პროდუქტს  ხშირად ფატალურ შემთხვევამდეც მივყავართ, მასწავლებელს მოჰყავს მაგალითები.
სასწავლი მასალა და ტექნიკური რესურსები:
მასწავლებელი იყენებს აუდიო და ვიდეო მასალა.
სასწავლო პროექტის მსვლელობა:
მასწავლებელი დავალებას აძლევს მოსწავლეებს:
a)რატომ არის აუცილებელი გარემოს დაცვა.
b)რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი.
c)რას ნიშნავს   ჯანმრთელი საკვები.
პროექტის ხელმძღვანელი:მანანა ლომსაძე 
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mananalomsadze123@gmail.com

No comments:

Post a Comment